1 8 : 5 3
 | 

პოლიტიკა

"ეს ცარიელი სიმრავლე ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა.." - ბიძინა ივანიშვილი

ჩამოტვირთვა

პარტიის თავმჯდომარის რანგში პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თანაგუნდელებს და ყრილობის დელეგატებს მიმართა.
ივანიშვილმა თავის მოხსენებაში ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მედია მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას აშუქებს და საზოგადოებაში უიმედობას აჩენს. ივანიშვილმა ხელისუფლებასაც უსაყვედურა, რადგან ის „საინფორმაციო ომს“ სათანადოდ ვერ დაუპირისპირდა.

„რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები ტყუილის წარმოების კონვეინერში ჩართული პოლიტიკოსები და ე.წ. ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის სასოწარკვეთილებისა და შიშის ატმოსფეროს. 

"ეს ცარიელი სიმრავლე ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ყოველივე ეს არის ამ ხელისუფლების საქმიანობის შედეგი, რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ცხადია, ეს ბრალდებები არცერთი მეტ-ნაკლებად სანდო და დასაბუთებული არგუმენტით არ არის გამყარებული, თუმცა, შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლილი ადამიანები ამ ოსტატურ შეფუთულ ტყუილებს იჯერებენ და გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოში მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე.

"დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც ფაქტს ახალი ამბის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს. სამწუხაროდ, ამ ნეგატიურმა ტრენდმა საყოველთაო ხასიათი მიიღო და უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამაც სათანადოდ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები