0 3 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ბიძინა ივანიშვილი არც არასოდეს წასულა პოლიტიკიდან, ის აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს” – ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ის არასოდეს წასულა პოლიტიკიდან, ყოველთვის მართავდა და აკონტროლებდა ყველაფერს.

„ბიძინა ივანიშვილი არც არასოდეს არ წასულა პოლიტიკიდან, ის აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, მართავდა ქვეყანას.
 მას პასუხისმგებლობა არ ჰქონდა ამაზე აღებული. მეორედ მოსვლა უნდა მოხდეს, რომ ის მოვიდეს პოლიტიკაში და მოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება ძალიან რთული ვითარება თუ ხელისუფლება გავა თამაშიდან როგორც მოხდა ეს ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში. ე.ი ივანიშვილი ხედავს, რომ ვითარება არის ძალიან ცუდი ოღონდ ეს არის მისი პასუხისმგებლობის საკითხი თუ ის შეძლებს ამ ვითარების გაუმჯობესებას, რაშიც მე დარწმუნებული არ ვარ, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები