0 3 : 3 5
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძის მოადგილე შსს-ს დაცვის პოლიციის უფროსად დაინიშნა

   შსს–ს დაცვის პოლიციის ახალ უფროსად გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე თბილისის მერის კახა კალაძის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 

ნიკოლეიშვილის დანიშვნის შესახებ უწყების ვებგვერდზე ინფორმაცია უკვე განთავსდა. ის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას 27 ნოემბრიდან შეუდგა.

კახა კალაძემ გიგა ნიკოლეიშვილი მერის მოადგილედ 13 ნოემბერს წარადგინა. ნიკოლეიშვილი მანამდე დავით ნარმანიას მოადგილეც იყო, მას ეს თანამდებობა 2016 წლიდან ეკავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები