0 5 : 0 1
 | 

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ადასტურებს

ჩამოტვირთვა

პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. ირაკლი კობახიძის თქმით მიმდინარეობს კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„კონსულტაციები გვქონდა შეგვიძლია დავადასტუროთ. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ იქნება გარკვეული სტრუქტურული და ასევე პერსონალური ცვლილებები მთავრობაში. რაც შეეხება დეტალებს, უკვე დაანონსდა, რომ ხვალ ექნება პრემიერს ბრიფინგი. პრემიერის პრეროგატივაა  რა თქმა უნდა ამ ინიციატივის  წარდგენა საზოგადოებისთვის,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, დადგება თუ არა მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს დამოკიდებულია კონსულტაციებზე.

პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ცვლილებების შემდეგ საჭირო გახდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.

რაც შეეხება მოსალოდნელ ცვლილებებს, ერთიანდება რამდენიმე სამინისტრო - სიახლე ხუთ უწყებას - გარემოს დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, სასჯელაღსრულების, ევროინტეგრაციის და ენერგეტიკის სამინისტროებს ეხება.

არსებული ინფორმაციით თანამდებობას ტოვებენ: შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები