0 5 : 0 4
 | 

პოლიტიკა

,,მოვა ხელისუფლება, რომელიც ბიუჯეტის ფაროსანებს პასუხს გასცემს"- ხაბეიშვილი ანტიკორუფციულ სამსახურს ინფორმაციას აწვდის

ჩამოტვირთვა

ლევან ხაბეიშვილი ანტიკორუფციულ სამსახურს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარების ბიუროებში გამოვლენილ დარღვევებზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატების მიერ საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების დასაქმების შესახებ  გამოძიებას დამატებით მასალებს ამ წუთებში გადასცემს. 

ხაბეიშვილის თქმთ, მაჟორიტარულ ბიუროებში თანამშრომლები სამუშაო საათებში არ მუშაობენ და თანხები არამიზნობრივად იხარჯება. 

„თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე, რაზეც ჩვენ განცხადება გავაკეთეთ კონკრეტულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიჩნია, რომ ეს დოკუმენტაცია საკმარისია, რომ გამოძიება დაიწყოს. გამოძიება დაწყებულია, დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაბარებული ვარ ანტიკორუფციულ ბიუროში,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციის წევრის თქმით, ანტიკორუფციულ სამსახურს ბაღების სააგენტოში არსებულ სავარაუდო კორუფციასა და დანაშაულზე ხელის დაფარვაზე მიაწვდის ინფორმაციას.

„ველოდებით კონკრეტულ ქმედებით ნაბიჯებს, დროა, რომ ეს საქმეები  იყოს გამოძიებული და ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს. თუ ამას ისინი დღეს არ გააკეთებენ, მოვა ხელისუფლება, რომელიც ბიუჯეტის ფაროსანებს პასუხს ნამდვილად გასცემს,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები