1 9 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საოკუპაციო ძალებმა ახმაჯთან ორი ადამიანი დააკავეს

ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმაჯში საოკუპაციო ძალებმა ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს. 

„ვადასტურებთ ორი ადამიანის დაკავებას. მომხდართან დაკავშირებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს მათ გასათავისუფლებლად“, - განუცხადეს პირველ არხს სუს-ში. 

ოკუპირებული რეგიონის მედია ე.წ. უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 29 ოქტომბერს ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმაჯში, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, საოკუპაციო ძალებმა ორი პირი დააკავეს - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის მკვიდრები - 43 წლის ჯონი თათარაშვილი და 20 წლის გიორგი შუკაკიძე. როგორც გამოცემა იტყობინება, ამ ეტაპზე, დგინდება ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის გარემოებები და განიხილება საქმის ე.წ. სასამართლოსთვის გადაცემის საკითხი. მათივე განმარტებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა მიზანმიმართულად დარღვევა, არა მარტო ე.წ. ადმინისტრაციულ არამედ სისხლის სამართლის 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები