1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თიანეთში მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის საოლქო კომისიის დადგენილება გააბათილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, თიანეთის მე-20 უბანზე განმეორებითი არჩევნები აღარ ჩატარდება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთში მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.  

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.  

თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური იმ განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდა, რის საფუძველზეც, თიანეთის საოლქო კომისიამ ცარიელი ბიულეტენები თავიდან გადათვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები