1 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა

ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით 3 644 უბანზე საარჩევნო პროცესი ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებული იყო 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებული იყო 200 საინიციატივო ჯგუფი.

არჩევნებისათვის სულ რეგისტრირებული იყო მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727-ს შეადგენს. პარტიული სიების მიხედვით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12 902 იყო.

დღევანდელ არჩევნებში ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს ირჩევდა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები