1 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მთელი დღეა ვუყურებთ შეშინებულ "ქართულ ოცნებას" და მის შეშინებულ კანდიდატს"

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ვინაიდან ესმის, რომ ისინი არჩევნებს აგებენ:

"რამდენიმე საათი დარჩა არჩევნების დასრულებამდე, რამდენიმე საათი დარჩა, რომ თბილისში, თბილისის მოქალაქეების მშვიდობიანი ნების გამოხატვით ჩვენ მოვიტანოთ სასიკეთო ცვლილებები თბილისში , შევცვალოთ ქართული ოცნება და მივიტანოთ თბილისში განვითარება. დღეს ჩვენ მთელი დღე ვუყურებთ შეშინებულ ქართულ ოცნებას, შეშინებულ კანდიდატს ქართული ოცნების, რომელიც ყველაფერს შვება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, აღრიცხავენ პირად მონაცემებს, არის მობილიზაცია, ლამის ძალით მოყავთ ხალხი სწორედ იმიტომ, რომ მათ ესმით, ისინი აგებენ ამ არცევნებს და ეს ერთადერთზე მეტყველებს, რომ ქართული ოცნება არ არის დღეს ძლიერი." განაცხადა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები