1 3 : 5 7
 | 

პოლიტიკა

„ქართველი ხალხი მიესალმება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას"


  „ქართველი ხალხი მიესალმება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და ქართველი ხალხის ამ განწყობას თქვენ კარგად გრძნობთ“ - ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრა, იტყობინება რუსეთის დუმის ოფიციალური ვებგვერდი.

   მორიგი მოლაპარაკება რუსეთის დუმაში დღეს შედგა, სადაც კალაშნიკოვმა განმარტა, რომ „საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის პანიკური დამოკიდებულების მიუხედავად, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები სიმტკიცეს იჩენენ“. 

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრები მეორე დღეა, რაც მოსკოვში იმყოფებიან. დღეს ისინი დუმის წევრებს შეხვდნენ.

5 დღის განმავლობაში ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე გამართავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები