1 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს.
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, ესპანელ ხალხს.
ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები.

მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ტერორიზმის დასამარცხებლად, რათა ადამიანებს მიეცეთ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა,"- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები