"არსად დარჩენას და არც სტატუსის შეცვლას ვაპირებ" - მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
2017-07-27 10:54:09
საქართფველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა , მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა:
"მე უბრალო უკრაინელი ვარ. დღეს მე იგივეს განვიცდი, რასაც უკრაინის პროკურატურა და ბიუროკრატია იმ უკრაინლების წინააღმდეგ იყენებენ, ვისი უფლებებიც ილახება.
უკრაინაში 13 წელზე მეტ ხანს ვიცხოვრე, მონაწილეობა მივიღე სამ რევოლუციაში, სამივე უკრაინაში. მე მხოლოდ ერთი მოქალაქეობა მაქვს, უკრაინის და არ ვაპირებ მის დათმობას.
ახლა ცდილობენ, რომ ლტოლვილი გამხადონ. ეს არ მოხდება. არსად დარჩენას და არც სტატუსის შეცვლას ვაპირებ. მე ვიბრძოლებ ჩემი კანონიერი ყფლებისთვის დავბრუნდე უკრაინაში.
პოროშენკომ გადაწყვიტა წამართვას მოქალაქეობა, როცა ქვეყნის გარეთ ვარ.
როგორც კი ხელისუფლებაში გაიგეს, რომ ოპოზიცია ერთიანდება, რათა შემოდგომაზე ქუჩაში გაამოვიდეს მათი ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულებლად, პრეზიდენტმა პოროშენკომ კონსტიტუციას მიაფურთხა, რომლის გარანტიც ის თავად უნდა იყოს.
პორპშენკო იმყოფებოდა საქართველოში არა ორ ქვეყანას შორის კავშირების დამყარების, არამედ სულ სხვა შეთანხმების მიზნით. ამჯერად ორი ოლიგარქიული რეჟიმი შეთანხმდა - უკრაინელი პოროშენკო და პრორუსი ივანიშვილი, რომელიც გაზპრომში ყველაზე დიდი წილის მფლობელია.
მათ მოიფიქრეს, რომ ვითომ ჩემს საქმეში ახალი მტკიცებულება გაჩნდა და გადეცა უკრაინის გენერალურ პროკურატურას. მაგრამ ეს არის ტყუილი. რაც შეეხება ბრალდებებს, ის არცერთ ქვეყანას არ უღიარებია, გარდა საქართველოსი.
ორი დღის წინ პრეზიდენტმა, რომელზეც მაიდანმა იმედები დაამყარა, შეცვალა მოქალაქეობის მიმნიშებელი კომისიის შემადგენლობა. 24 ივლისს მან კომისიაში ახალი ხალხი შეიყვანა, რათა ისინი პრეზიდენტს ყველაფერში დათანხმებოდნენ.
კარგი, პოროშენკო, მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ ცუდი მრჩეველები გყავს. ამ განკარგულებით შენ და შენი მთავრობა გარდაუვალ მარცხამდე მიხვალთ. აქამდე თუ შეგეძლო არჩევნებამდე დრო გაგეყვანა, ახლა მხოლოდ ოცნება შეგიძლია მასზე.
დღეს შენ, პეტრო ალექსეევიჩ პოროშენკო, წითელი ხაზი გადაკვეთე. დღეს მთელმა ქვეყანამ გაიგო შენი დაპირების ფასი ახალ ცხოვრებაზე. ახლა შენი წინამორბედის მსგავსად ნებისმიერ ფასად შეეცდები ძალაუფლების შენარჩუნებას, მაგრამ გახსოვდეს, რომ ისინი გელოდებიან რუსეთში. უკრაინელები მეორედ განიცდიან ამ ჭირს და არ შეჩერდებიან, სანამ ხელისუფლებაში ჭეშმარიტად ახალ პოლიტიკოსებს მოიყვანენ.
უკრაინის მოქალაქეობის მიღება რეფორმების გასატარებლად, უკრაინის წარმატებული მომავლისთვის საბრძოლველად მინდოა, რაზეც ჩემი მშობლიური საქართველოს მომავალიც იყო არის დამოკიდებული. ჩემთვის მოქალაქეობა არ არის ცარიელი კონცეფცია. ყოველ დღეს, როცა უკრაინის მოქალაქის პასპორტი მეჭირა, მე ვმუშაობდი იმისთვის, რომ უკრაინა წარმატებული და ევროპული სუპერ-სახელმწიფო გამხდარიყო.
მე უფრო მეტი უკრაინელი ვარ, ვიდრე ამჟამინდელი დეპუტატები. მე მიყვარს უკრაინა მთელი გულით და გავაგრძელებ ბრძოლას აქ, უკრაინაში, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.“
უფრო მეტად უკრაინას, ვიდრე ამჟამინდელი დეპუტატებისგან. მე მიყვარხარ უკრაინა მთელი ჩემი გულით და გავაგრძელებ ბრძოლას, ჩვენს უკრაინას, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე“, - აცხადებს ოდესის ყოფილი გუბერნატორი თავის ვიდეომიმართვაში.
✅რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა 🟨ზესტაფონის შემოვლითი ...
"27-იდან მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის! “- განმარტავს ექსპერტუ გიგი გიგიაძე, რომელიც იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ვიზალ...
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 ...
‘800 კაცის ჩამოყვანა დაგვავალეს” – ამის შესახებ, მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქართული ოცნების წევრმა, ლევან სურმავამ “მთავარი არხის” ჟურნალისტს განუცხადა, რომ...
“დინამო თბილისი მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად” – ასე პასუხობს, დინამო თბილისის პრეზიდენტი, რომან ფიფია პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის კრიტიკას, რომელმაც გან...
“მე მესმის თქვენი იმედგაცრუების, რომ კულტურის სამინისტროს სისტემაში 30-მდე თეატრია, უფრო მეტია რა თქმა უნდა ქვეყანაში თეატრები და თქვენ ხედავთ 2 თუ 3 თეატრს, რომელიც უერთდება, 30 თეატ...
მინდა, მივმართო ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ხვალინდელი დღე, თავისუფლება და სუვერენიტეტი – 29 აპრილს პარლამენტთან მოდით. შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერ...
კომენტარები