1 6 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის ახალი მინისტრი წარადგინა

ჩამოტვირთვა

"ენერგეტიკის მინისტრად მინდა წარმოგიდგინოთ ილია ელოშვილი. ილია ელოშვილი 2012 წლიდან იყო ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე და ყველა პროექტში, რომელიც სამინისტრომ განახორციელა, მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს.

იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი, ასე, რომ მინისტრობის გამოცდილებაც აქვს და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და ამოცანებს. მას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორსა და საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. ილია მუშაობდა USAID-ისა და „ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამებში და ვფიქრობ, იქნება ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები