0 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოსური მხარე ითხოვს საქართველოს მოქალაქეები ე.წ. საზღვარს არ მიუახლოვდნენ

ჩამოტვირთვა

ე.წ. საზღვრის გადმოწევა და ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეები - ეს ის მთავარი საკითხებია, რასაც ქართული მხარე დღეს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დააყენებს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრას სეპარატისტების მხრიდან მურად ჯიოევი ესწრება.

შეხვედრის დაწყებამდე ჯიოევმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს და შვეიცარიის ელჩს, გიუნტერ ბეხლერს, სთხოვა, ინციდენტების პრევენციის შეხვედრაზე დაეყენებინა საკითხი, რომელიც ე.წ. საზღვართან 200 მეტრის რადიუსში მოსახლეობას მიახლოებას აუკრძალავდა.

ჯიოევი ამბობს, რომ ხაზების დაფიქსირება ზედმეტ პრობლემებს მოხსნის.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები