0 2 : 5 5
 | 

პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი ვებგვერდი აამოქმედა

ჩამოტვირთვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი ვებგვერდი აამოქმედა – http://www.dcfta.gov.ge-ზე თავმოყრილია სრული ინფორმაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ.


ვებგვერდ – http://www.dcfta.gov.ge-ს მთავარ მიზანს წარმოადგენს DCFTA-ს შესახებ საზოგადოებისთვის პრაქტიკული და საკანონმდებლო სახის ინფორმაციის შეუფერხებლად მიწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. საინფორმაციო პორტალი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგინონ შენიშვნები ან წინადადებები DCFTA-ს ფარგლებში მისაღები ნორმატიული აქტების პროექტებზე.


დღეს უკვე ყველა ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს: ეს არის ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო; მზარდი საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალი, ახალი ინიციატივები რეგიონალური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ყოველივე ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც მთავრობისგან, ისე საზოგადოების თითოეული წევრისგან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელია ევროკავშირისა და სხვა დონორების დახმარება ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში.


იმედი მაქვს, რომ ეს ვებგვერდი ხელს შეუწყობს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხითაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:25

    "ლეიბორისტულმა პარტიამ" სემეკში მჯდომარე აქცია დაი...

    "ლეიბორისტულმა პარტიამ" სემეკში მჯდომარე აქცია დაიწყო. ადგილზე პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ცოტა ხნის წინ მივიდა და მარეგულირებელი კომისიის წევრები მმართველი გუნდის მარიონეტებად მოიხსენია.შეგახსე...

  • 15:27

    „როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ისე ეს პროცეს...

    საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა კომისიას სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.ადგილზე პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილ...

  • 13:18

    ,,ვბრუნდები უკრაინაში, რომ ვიბრძოლო ჩემი უფლებების...

    საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია BBC-ს მისცა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაცემა "ჰარდ თოქს"...

  • 10:54

    საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს."დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამ...

  • 17:02

    ენერგეტიკის მინისტრი ელექტროენერგიის ტარიფის მატებ...

    ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ელექტროენერგიის ტარიფის მატებას არ გამორიცხავს. როგორც მინისტრმა „იმედს“ განუცხადა, საკითხს საბოლოოდ სემეკი გადაწყვეტს, თუმცა ტარიფის ცვლილება დამოკიდებული იქნება სხ...

  • 12:38

    საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ჟურნალისტის ადგ...

    ოკუპანტების მიერ გატაცებული ჟურნალისტის, ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მას საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურაში რამდენიმე საათის განმა...

  • 12:33

    მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს ...

    მიხეილ სააკაშვილმა უკარინაში დაბრუნების თარიღი დაასახელა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს გეგმავს. ამის შესახებ სააკაშვილმა faceb...