0 8 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრემია-დანამატების მანკიერი პრაქტიკა საჯარო დაწესებულებაში - აუდიტის დასკვნა

ჩამოტვირთვა

პრემია-დანამატები და მანკიერი პრაქტიკა საჯარო დაწესებულებაში. აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული სპეციალური დასკვნით ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემია-დანამატებისთვის გაცემული თანხა ყოველწლიურად იზრდება.

თავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც უნდადარეგულირებულიყო პრემიების გაცემის წესი. ლაშა თორდია ამბობს, რომ კონკრეტულ სამინისტროებში პრემია-დანამატები სწორედ ამ წესის დარღვევით გაიცემა. 

ასეთ უწყებებად დასახელებულია შსს, ჯანდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულების და ფინანსთა სამინისტროები. როგორც დასკვნაშია მითითებული, ამ სამინისტროების მხრიდან ხდებოდა დადგენილი ლიმიტების გვერდის ავლით პრემიების გაცემა და ამის ფონზე ყოველწლიურად იზრდება პრემია-დანამატების თანხის რაოდენობა. 

„ცალკეულ სამინისტროში არის გადაცდომები პრემიის გაცემასთან დაკავშირებით, არის მინისტრების თანხმობით დამატებით იმ რეგულაციისა გაცემული პრემიები, რაზეც ჩვენ ჩვენს დასკვნაში მივუთითებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებითაც ყურადღებით იყვნენ სამინისტროები, ვინაიდან ის დებულება ადგენს იმ რიგითობას, რაოდენობას, პრემიების გაცემის წესს. ჩვენ ვთვლით, რომ არ უნდა იყოს ხშირი შემთხვევები ამ დებულების დარღვევისა,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები