1 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მართვის მოწმობის აღება მარტივდება

ჩამოტვირთვა

მართვის მოწმობის ასაღები საგამოცდო პროცედურები მარტივდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვილებებს პირველი მარტიდან აამოქმედებს. საგამოცდო მოედანი და ავტომობილები სპეციალური ტექნიკით უკვე აღიჭურვა. ახალი წესების თანახმად, გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში შეცდომის დაშვების დროს გამოცდა აღარ შეწყდება. მოძრაობის წესის დარღვევის შემთხვევაში კონკურსანტს ქულები დააკლდება. მართვის მოწმობის აღება 100-დან მინიმუმ 61 ქულის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. მაგალითად, აღმართზე ასვლისას ავტომობილის ძრავის გამორთვა მინუს 15 ულით ფასდება, შეჯახება - მინუს 20 ქულით და ა.შ. ბორტკომპიუტერი მძღოლს მითითებებს მისცემს, შეცდომებსა და ქულებს დაითვლის და საბოლოო შედეგსაც თავად გამოავლენს. რაც შეეხება გამომცდელს, საგამოცდო პროცესში არ ჩაერთვება და მისი ფუნქცია მხოლოდ მძღოლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა იქნება. გამოცდაზე ჩაიჭრებით იმ შემთხვევაშიც, თუ მის რომელიმე ნაწილს გამოტოვებთ. ბორტკომპიუტერებისა და სპეციალური გადამცემების გარდა, საგამოცდო პროცესს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაც დაემატა. საგამოცდო ავტომობილში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით გადაღებული მასალა მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდება და ნებისმიერ მსურველს, პირადი კოდის შეყვანის შემდეგ, საკუთარი გამოცდის ჩანაწერის ნახვა შეეძლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები