1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სწორედ სიმთვრალე ატყუებს ქართველების დიდ ნაწილს, როცა ისინი ვერ ხვდებიან გადაჭარბებული სიჩქარის ტრაგიკულ შედეგებს“ - დათო ტურაშვილი „თეგეტას“ კამპანიაში ჩაერთო

მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო პერიოდი მთელ მსოფლიოში დიდი, ნათელი, ფერადი და იმედისმომცემი დღესასწაულის, სიცოცხლით სავსე მოლოდინთან ასოცირდება, როგორც აღმოჩნდა, უშუალოდ ახალი წლის დადგომას მსოფლიო მოსახლეობის გარკვეული პროცენტი სევდიანი ხვდება. მიზეზი ბევრია, თუმცა ზოგ შემთხვევაში, ის საერთოდაც არ არსებობს. ეს თავისთავად საინტერესო ფაქტია და აღმოჩნდა, რომ ამ სადღესასწაულო სევდას საქართველოდან, თურმე მწერალი დათო ტურაშვილი უერთდება. 

დათო ტურაშვილი, მწერალი:ახალ წელს არ ვხვდები. სინამდვილეში - თვითონ მოდის და ყოველ ჯერზე მოუმზადებელი ვარ სიხარულისთვი. ზოგადად, ახალ წელზე საუბარი არ მიყვარს, რადგან  უკუღმართი ვარ (მართლა უკუღმა ვარ დაბადებული) და როცა უამრავი ადამიანი გახარებული აღნიშნავს ახალი წლის დადგომას, მე ძალიან სევდიანი ვხდები ხოლმე, იმ ღამესაც კი. თუმცა, მოწყენილობას არ მაცდის მაკა კეკელიძე და მისი  ბრძანებით ვცდილობ შვილებთან ერთად მაინც გავერთო და რამდენიმე ჭიქაც მივირთვა.

ახალი წელი ბავშვობიდან ასოცირდება იმ ფილმებთან, რომელთა ნახვასაც მთელი წელი ველოდი ხოლმე. ეს იყო "კუჩხი ბედინერი" და მერე "ათოვდა ზამთრის ბაღებს". თელავი რომ მომენატრება, ახლაც ამ ფილმს ვუყურებ.

ერთი საერთო ოჯახური რიტუალი ჩვენც გვაქვს. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩემი სიდედრი, ნათელა კილასონია გვიგზავნის ხოლმე ისეთ ჯადოსნურ საცივს, რომელსაც, ჩემი ნება რომ იყოს, "ჩაკრულოსთან" ერთად კოსმოსში გავგზავნიდი.“

როგორც ამბობს, არც მოახლოვებული ახალი წლის ღამე იქნება განსხვავებული. ისევ სახლში, ოჯახთან და გენიალურ საცივთან ერთად შეხვდება და სიმბოლურად აღნიშნავს 2023-ის დადგომას. მიუხედავად იმისა, რომ თავად არც დიდი დოზით ალკოჰოლთან ექნება შეხება და არც იმ დილემასთან - დაჯდეს თუ არა ნასვამი საჭესთან, მიიჩნევს, რომ ამ პრობლემაზე საუბარი, შეხსენება და გაფრთხილება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გახდა „თეგეტა ჰოლდინგის“  წინასაახალწლო კამპანიის მონაწილე, რომელიც მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

დათო ტურაშვილი, მწერალი: „საქართველოში, ყოველწლიურად მომხდარი ავტოკატასტროფების უმრავლესობა ალკოჰოლთანაა დაკავშირებული. სწორედ სიმთვრალე ატყუებს ქართველების დიდ ნაწილს, როცა ისინი ვერ ხვდებიან გადაჭარბებული სიჩქარის ტრაგიკულ შედეგებს.

ყველაზე მთავარი, ალბათ იმის გააზრება იქნება, რომ თუ ჩვენი სიცოცხლე არ გვგონია იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მას მოფრთხილება უნდა, იმას მაინც უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ უგნურებას სხვისი სიცოცხე ეწირება. და ვინ მოგვცა ჩვენ იმის უფლება, რომ ამდენი ადამიანი შევიწიროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჭკუა არ გვყოფნის სწორად ცხოვრებისა და თუნდაც ავტომობილების სწორად მართვისათვის. 

თავად დათოს საკუთარი მანქანა არ ჰყავს და ამბობს, რომ საჭესთან ჯდომა არც უყვარს. მიუხედავად ამისა ხანდახან მაინც უწევს მართვა. რაც შეეხება ალკოჰოლს საჭესთან -  მის ცხოვებაში ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, როგორც ამბობს, შორეულ ახალგაზრდობაში და ახლაც ძალიან რცხვენია. მანქანის მართვასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მხიარულ ისტორიასაც გვიზიარებს. 

დათო ტურაშვილი, მწერალი:ჩემი პირადი გამოცდილებიდან სახალისო ის იყო, როცა ერთხელ პოლიციელმა მართვის მოწმობა გამომართვა, სახელი და გვარი წაიკითხა და ასეთი უცნაური შეკითხვით მომმართა -  შენ რომელი ტურაშვილი ხარო და რას ვეტყოდი - ვერიკო ტურაშვილი ვარ მეთქი.

საახალწლო განწყობის შესაბამისი სახალისო ისტორიების გაზიარების შემდეგ კი ასეთ მილოცვას გვიტოვებს:

თავისუფლებასთან, მშვიდობასა და ბედნიერებასთან ერთად, გონიერებასაც ვუსურვებ ჩვენ ხალხსა და ქვეყანას . ძალიან მინდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი ხალხი, ჭკვიანიც იყოს, არა მარტო საავტომობილო გზებზე, არამედ ყველგან, სადაც არასწორად ვცხოვრობთ...

დათო ტურაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...