0 3 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოფელ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

 შსს სოფელ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, გ.ო. 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მუხრანში დააკავეს.

 დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას - 1968 წელს დაბადებულ  ა.ო.-ს და ბაბუას - 1945 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ო. 9 ივლისს, მუხრანში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები