0 4 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მთავრობის ეკონომიკური გუნდი პატრიარქს ლარის დალოცვას სთხოვს"

იუმორისტული სააგენტო ჩიტი.ჯი ლარის კურსთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი და პრემიერ მინისტრი ამჟამად საპატრიარქოში საგანგებო შეხვედრაზე იმყოფებიან. როგორც ჩვენი რელიგიური წყარო გვატყობინებს, კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი და გახარია პატრიარქს ლარის დალოცვას სთხოვენ, რათა მისი სწრაფი გაუფასურება როგორღაც შეჩერდეს.

"ჩვენ ვთხოვეთ უწმინდესს ილია მართალის სულს შესთხოვოს, რათა მანდ სხვა კუპიურების თუ არა 20 ლარიანების გაუფასურება მაინც შეაჩეროს", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და პირჯვარი 2.7-ჯერ გადაიწერა.

ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ეკლესია და შეეწევა თუ არა უფლის სიტყვა ქართულ ეკონომიკას. თუმცა, როგორც ჩიტმა კულუარებში გაარკვია იგეგმება ლარის მასობრივი კურთხევა.

"ჩვენ არ შეგვიძლია ლარის კურსის დაფიქსირება, მაგრამ ჰომ გაგიგიათ გამოთქმა: "პატრიარქი როგორც გადაწყვეტს"? ჰოდა, გვინდა, რომ პატრიარქმა გადაწყვიტოს რა იქნება ლარის კურსი, ილოცოს მისთვის და ეკონომიკაც დასტაბილურდეს", ამბობს გიორგი გახარია.

"ლარის მასობრივი კურთხევის ოპერაციისას საქართველოს მთელი ბიუჯეტი და ფინანსური რესურსი გადაერიცხება საპატრიარქოს, მათ ანგარიშზე გაჩერდება 7 დღის განმავლობაში და შემდეგ უკანვე გადმოირიცხება", გვაცნობა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მთელი ეს ოპერაცია ფერადი პრინტერით ამობეჭდილი ჩარტებით ძალიან წარმატებულად განგვიმარტა.

ამასობაში რომელიღაც მამაომ გასცა კურთხევა, რომ სხვადასხვა ფეისბუქ პეიჯებმა დადონ ლარის ფოტოები და წააწერონ: "თხოვნა იქნება გადააშეაროთ, შეეწიეთ პატარა ლარს" და სხვა მსგავსი აქტივობები განახორციელონ.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...