1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოპოზიციის წარმომადგენლებმა იურიდიულ საკთხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ჩამოტვირთვა

ოპოზიციის წარმომადგენლებმა იურიდიულ საკთხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კომიტეტის დღის წესრიგის მთავარი თემაა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელმაც პარლამენტში ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონით და კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეისწავლოს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენა საქართველოს პარლამენტში, ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს.

როგორც „ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ნაცვლიშვილმა სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროცესის მიმართ ნდობა არ არსებობს.

„ჩვენ ვტოვებთ დღევანდელ პროცესს, კარგად ბრძანდებოდეთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილსა და ოპოზიციის სხვა წევრებს, რომლებიც სხდომას ტოვებდნენ, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვიი გამოეხმაურა.

„ქალბატონო ანა, რომ ვიცოდეთ, პარლამენტსაც ტოვებთ, თუ მანდატებს ინარჩუნებთ ისე, რომ არ იმუშავებთ?.. საცობი რომ არ შეიქმნას, ორი მხრიდან შეგიძლიათ გახვიდეთ. მიმოიხედეთ წინ და გვერდით, ვინ ვის ინტერესებს იცავდა და ვის გვერდით ხართ... სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო. ვისაც უნდა გასვლა, შეუძლია დატოვოს (საკომიტეტო დარბაზი)“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციის შემდეგმა წევრებმა: შლვა შავგულიძემ, ანა ნაცვლიშვილმა, თაკო ჩარკვიანმა, ბაჩუკი ქარდავამ, პაატა მანჯგალაძემ, ლევან ბეჟაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები