1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტიკარაძე: “პაციენტს ხშირ შემთხვევაში უწევს, რომ ბრიგადას დაელოდოს, მაგრამ დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება“

ჩვენ გვაქვს გათვლა, რომ საქართველომ მინიმუმ 10 000 საწოლფონდამდე შეძლოს გადაფარვა მხოლოდ საავადმყოფოს ნაწილში, მაგრამ, მნიშვნელოვანია გავითვალიწინოთ ჩვენი ადამიანური რესურსი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

„ჩვენ გვაქვს გათვლა, რომ საქართველომ მინიმუმ 10 000 საწოლფონდამდე შეძლოს გადაფარვა მხოლოდ საავადმყოფოს ნაწილში, მაგრამ, მნიშვნელოვანია გავითვალიწინოთ ჩვენი ადამიანური რესურსი. ჩვენ გვყავს და გვესაჭიროება მაღალკვალიფიციური კადრი, რომელთა რაოდენობაც არა ხარისხობრივ, არამედ მათი ლიცენზიების კუთხით შეზღუდულია. ჩვენ გვესაჭიროება არამარტო საწოლ ფონდი, არამედ უნდა გავითვალისწინოთ რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს თავისი ექიმების კუთხით, რომ შეძლოს პაციენტების მართვა. მნიშვნელოვანია რომ ერთდროულად საავადმყოფოში და სასტუმროებში გვყავდეს ზომიერად გაზრდილი პაციენტების რიცხვი“,-განაცხადა ტიკარაძემ.

„ლოდინის რეჟიმი არამხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ არცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის არახალია, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტს, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში უწევს, რომ დაელოდოს ბრიგადას, იმისთვის რომ გაეწიოს შესაბამისი მომსახურება, მაგრამ დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება ან მას რომელიმე საავადმყოფო, თუნდაც სასტუმრო ვერ მიიღებს. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ ჩართულები, ვცდილობთ ვუზრუნველყოთ პაციენტების მაქსიმალურად დროული გადაყვანა საჭირო ლოკაციაში“,-განაცხდა ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები