1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“სუს-ი თავის განცხადებით ადასტურებს მათი ავტომობილით მე და ჩემი ოლქის წევრებს გვითვალთვალებდნენ”- ლანა გალდავა

“ლელოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლანა გალდავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას და ოლქის სხვა წევრებს სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა.

როგორც მათ განცხადებაშია ნახსენები, პოლიტიკური პარტიის ლიდერების განცხადება თითქოსდა სიმართლეს არ შეესაბამება. ხოლო განცხადებას იმ ავტომობილის მონაცემები დაურთეს, რომელიც “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის მიერ თვალთვალში შემჩნეული ავტომობილის სახელმწიფო ნომერია - SZ-303-SZ.

მათ გაასაჯაროვეს და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლის საკუთრებაა. საშვი, რომელიც დაფიქსირებულია ავტომობილის წინა საქარე მინაზე, გაიცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტოსადგომით სარგებლობისათვის, როგორც სამსახურის ბალანსზე არსებული, ასევე თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე.

ლანა გალდავას თქმით, ამ განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მანქანა ნამდვილად მათ ეკუთვნით და საშვი გაცემულია მათ მიერ.

“რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, მოვითხოვ გუშინდელი ყველა შემთხვევის ყველა ვიდეოზე დაფიქსირებული სახეების იდენტიფიცირებას, არა მხოლოდ ვაზისუბანში, არამედ მეტრომშენის დასახლებაშიც.

თუ მანქანა ეკუთვნის სუს-ის თანამშრომელს და მართავს სხვა პირი, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით, როდესაც ჩემი და ჩემი გუნდის მიმართ მიმდინარეობს ყოველდღიური დევნა. კერძოდ, მათ პერსონალური მონაცემები იძულებით ჩამოართვეს  ჩემი შტაბის წევრებს და ჩემს ოფიციალურ წარმომადგენელს საოლქო-საარჩევნო კომისიაში.

მივმართავ სუს-ს: თქვენი თანამშრომლები თუ მათი ოჯახის წევრები ქუჩებში შეიარაღებული გადაადგილდებით, ეს არის პრობლემა და მოვითხოვ ყველა ფაქტზე გამოძიების დაწყებას. ასევე, მოვუწოდებ ყველა სადამკვირვებლო მისიას, დააფიქსირონ წინასაარჩევნო ძალადობრივი გარემო.” - აცხადებს გალდავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...