1 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტის ვინაობა ცნობილია

ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 62 წლის ქალი. კორონავირუსთან ერთად მისი დიაგნოზი იყო პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თავის ტვინის ინფაქტი, კომა, თირკმლის უკმარისობა.

მას გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკონორალური შუნტირება, გულის უკმარისობა.

„პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის ცენტრში.

კორონავირუსით გარდაცვლილია 52 წლის კაცი. ინფექციასთან ერთად მისი დიაგნოზი იყო პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

მას ჰქონდა თანმხლები დაავადება თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე.

„პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის ცენტრის განცხადებაში.

კორონავირუსით ასევე გარდაიცვალა 84 წლის ქალი. კორონავირუსთან ერთად მისი დიაგნოზი იყო ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.

„პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის ცენტრში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 318 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები