1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში ნებისმიერი სირთულის საქმეს ადვილად გაუმკლავდებით, თუმცა დღის მეორე ნახევარში დაძაბულობა მოიმატებს. საღამოს ერიდეთ საქმიან კონტაქტებს. გამორიცხული არ არის უსიამოვნო სიახლე.

კურო

ამ დღეს სასიხარულო და უსიამოვნო ამბები ერთმანეთს ცვლის. ოჯახური პრობლემები ხასიათს საფუძვლიანად გაგიფუჭებთ. გირჩევთ, სინდისთან კომპრომისზე ნუ წახვალთ, თორემ ბევრ მეგობარს დაკარგავთ.

ტყუპები

ახლობელ ადამიანთან ერთად საქმიანობა სიხარულს მოგანიჭებთ. ეს დღე სავსეა იმედებით, რომელთა უმეტესობა აგისრულდებათ. მოულოდნელი მოქმედება შესაძლოა, მეგობრებთან პრობლემების მიზეზი გახდეს. საღამოს სასურველია ფიზიკური ვარჯიში და სუფთა ჰაერზე სეირნობა.

კირჩხიბი

ეცადეთ, ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ და სასურველი რეალობისგან განასხვავოთ, წინააღმდეგ შეთხვევაში ფინანსურ სფეროში წარუმატებლობა გელით. სავარაუდოდ, სიტუაციას ძალიან ოპტიმისტურად აფასებთ. სინამდვილეში ძალიან დიდი წინდახედულება გმართებთ.

ლომი

სასიცოცხლო პოტენციალი ძალიან შემცირებულია. მოსალოდნელია ნერვიულობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეცადეთ, ემოციებს გაუმკლავდეთ. ამ დღეს ნებისმიერი წამოწყება წარუმატებლობისთვის არის განწირული. გამორიცხული არ არის, რომ მიღებული დაპირება ტყუილი აღმოჩნდეს.

ქალწული

წინააღმდეგობრივი დღეა. სევდა და სიხარული ერთმანეთს ცვლის. იზრდება ინტერესი ასტროლოგიის, ხალხური მედიცინისა და ოკულტური მეცნიერებების მიმართ. გამორიცხული არ არის, რომ ყველაზე მტკივნეული პრობლემის გადაჭრა შეძლოთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სრული გაგება და ჰარმონია სუფევს.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობის, სწავლისა და საბუთების გაფორმებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, დიდხანს არ იფიქროთ და ხელსაყრელ წინადადებას სწრაფად დათანხმდეთ. ერთობლივი პროექტები შემოსავალს მოგიტანთ. ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდება, თქვენთვის ხელსაყრელია, როგორც არ უნდა გეჩვენებოდეთ ახლა.

მორიელი

ეს დრე სასიცოცხლო ძალების შემცირებას უკავშირდება. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს. უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ, ვიტამინებით მდიდარ ახალ პროდუქტებს და წვენებს. შესაძლოა, უსიამოვნო სიახლემ ხასიათი გაგიფუჭოთ, თუმცა დარდს მალე დაივიწყებთ.

მშვილდოსანი

პარტნიორთან ურთიერთობის სიხარულს რომელიღაც ვალდებულებასთან დაკავშირებული უსიამოვნო ამბავი გააუფერულებს. გაითვალისწინეთ, რომ შემთხვევით ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება მეგობრებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ.

თხის რქა

შესანიშნავი დღეა ნივთების შეძენისთვის (უძრავი ქონების და ავეჯის გარდა). პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია დროებითი პრობლემები, რომლებიც გულთან ახლოს არ უნდა მიიტანოთ. გულახდილი საუბარი დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ეს დღე სიბრძნეს და სულიერ გარდასახვას განასახიერებს. ხელსაყრელია საქველმოქმედო საქმიანობა და ინტიმური შეხვედრები. ამ დღეს ჩასახულ ბავშვს ძლიერი ჯანმრთელობა და ზნეობრიობა ყველასგან გამოარჩევს. შესაძლოა, ის ცნობილი ადამიანი გახდეს.

თევზები

მოსალოდნელია სერიოზული ფინანსური პრობლემები. ავტომოყვარულებს განსაკუთრებული ყურადღება ჰმართებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა თავიდან აიცილონ. ეცადეთ, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. ახლა მატერიალური და მორალური მხარდაჭერა გჭირდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...