1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მთავრობამ “ლელოს” ინიციატივა გაითვალისწინა - სამედიცინო პერსონალი, რომელიც კოვიდ 19-თან ბრძოლაშია ჩართული, სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს - ლევან კობერიძე

რამდენიმე დღის წინ “ლელოს” მიერ გამოცხადებულ ინიციატივას, გაეზარდოს ხელფასი კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაბმულ სამედიცინო პერსონალს, მმართველი გუნდი შესაბამისი გადაწყვეტილებით შეხვდა. 

“ლელო” რამდნიმე დღის წინ გამოვიდა და ჯანდაცვის სამინისტროს მედპერსონალისთვის ​ ხელფასის გაზრდისკენ მოუწოდა. დღეს კი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურების 50%-ის დანამატის სახით მიღებაზე ისაუბრა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ექიმების გარდა, სახელფასო დანამატს სამედიცინო პერსონალის ყველა რგოლი მიიღებს. შესაბამისი ბრძანება დღეს გამოიცემა.

მინისტრის განცხადებას ვაკის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის   წარმომადგენელი ლევან კობერიძე გამოეხმაურა. 

მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააკონკრეტოს სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, ვისაც საბონუსე სისტემა შეეხება და ასევე დააკონკრეტონ თანხის ოდენობაც, რა თანხითაც აპირებენ ხელფასის მომატებას, რათა ეს განცხადება არ დარჩეს წინასაარჩევნო დაპირებად, როგორც მათ სჩვევიათ. 

“5 დღის წინ “ლელოს და ჯანდაცვის ჯგუფის მიერ გამართულ ბრიფინგზე მოვუწოდეთ მთავრობას,  რომ მედპერსონალისთვის, ვინც არის კოვიდ 19-თან ბრძოლის წინა ხაზზე, მინიმუმ 1000 ლარიანი ერთჯერადი ბონუსი მიეცათ ბიუჯეტიდან და ამავდროულად, შეემუშავებინათ შედარებით გრძელვადიანი სამოტივაციო სქემაც. ძალიან გვიხარია, რომ მთავრობამ ყურად იღო ჩვენი რჩევა. იმედი გვაქვს, დროულად გასცემენ დაანონსებულ ფულად კომპენსაციებს სწორედ ბიუჯეტის ხარჯზე და ამ თანხის გაცემას კლინიკებს არ დაავალებენ. იმედის ვიტოვებ, რომ მხოლოდ სამთავრობო პიარისთვის არ გაკეთებულა ეს განცხადება და მთავრობა მართლა ზრუნავს  ექიმებზე,”-აცხადებს კობერიძე. 

მისივე თქმით, “ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფი ყოველთვის იქნება ექიმების მედპერსონალის მხარდამჭერი და ყოველთვის მოუწოდებს მთავრობას პრევენციული ზომების მიღებას ჯანდაცვის სფეროში. 

“ლელოს” ყოველთვის ექნება საკმაოდ მწვავე და დროული რეაგირება, იმისათვის რომ გარკვეული საკითხები, რასაც ხელისფულება თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ვერ ამჩნევს ან არ უნდა რომ შეიმჩნიოს, გავხადოთ აქტუალური და ვაიძულოთ ისინი, რომ გადადგან სწორი ნაბიჯი,” - განმარტა კობერიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...