1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ილია ფილფანს ინტერპოლი ეძებს

ილია ფილფანს უკვე ინტერპოლი ეძებს. შესაბამისი ინფორმაცია დაკარგული მოზარდის შესახებ, საერთაშორისო მასშტაბით ძებნილთა ბაზაშია შეყვანილი. მას ყვითელი ცირკულარით ეძებენ.

13 წლის ილია ფილფანი 18 ივლისს გაუჩინარდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, დილის 11 საათზე ის სოფელ ლენჯერში, საცხოვრებელი სახლიდან ველოსიპედით გავიდა და უკან არარ დაბრუნებულა.

მოზარდს ეძებდნენ ლენჯერთან ახლოს, ტყის მასივში, მოგვიანებით კი, სვანეთის გარდა სამუშაოები ანაკლიის ტერიტორიაზეც დაიწყო. სამაშველო სამსახურმა ძებნაში ვერტმფრენი და დრონებიც ჩართო, თუმცა უშედეგოდ.

13 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით გულისხმობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები