1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს - მამა-შვილის ძებნა გრძელდება

სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მეწყერში ერთი ოჯახის სამი წევრია მოყოლილი, მაშველებმა ამ დროისთვის ქალის ცხედარი იპოვეს, ორი ადამიანის - მამა -შვილის მოძიების სამუშაოები კი გრძელდება.

ადგილზე 200-მდე მაშველი-მეხანძრეა მობილიზებული, სამშველო ოპერაციას უამინდობა უშლის ხელს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, დამეწყრილ ტერიტორიაზე, მსუბუქ ავტომობილში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები