1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"თამარ ბაჩალიაშვილის დედის მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი ნაბიჯი, არ გამოვრიცხავ, შიმშილობა გამოაცხადოს" - მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილის დედას, თეონა თამაზაშვილს, რომელიც გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვდა, ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.

„ერთი საკითხი არის გასარკვევი, რომელი პროკურორის დახმარებით ან როგორ მოხდა, რომ გამოძიების საქმეში არსებული მტკიცებულებები გასაჯაროვდა, რომლითაც ცდილობს გამოძიება დაადასტუროს, თითქოს თითმკვლელობასთან გვაქვს შემხებლობა. ბოლომდე უნდა დადგინდეს აღნიშნულის შემხებლობა. ასევე, Google-ის „თაიმლაინი“, რომელიც არასწორად არის გასაჯაროებული. თუ მარტო ერთია აღმოჩენილი და გახსნილი, Google-დან დანარჩენ რა ინფორმაციასაც ვითხოვთ და რაზეც არის წერილი გაგზავნილი, მას რა რეაგირება მოჰყვა? რა პასუხი გაგვცეს? არ შეიძლება ნაწილ ნაწილ გასაჯაროვდეს, რადგან Google-დან უნდა იყოს ძირითადი ინფორმაცია გამოთხოვილი. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც არსებითი მნიშვნელობისაა. უნდა გაირკვეს საერთოდ რას ემსახურება ეს ყველაფერი. ჩემი შეფასებით და რეალურად, ეს ემსახურება იმას, რაც 23 ივლისს იყო დაგეგმილი, რომ კვალიფიკაცია თვითმკვლელობით დაესრულებინათ, რაც არ მოხდება, ვიდრე ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა. მთავარი და ძირითადი, ექსპერტიზების პასუხები, რაც კიდევ დასასრულებელია, ამ კითხვებზე დეტალურად იქნება პასუხი მოთხოვნილი. „ფეისბუქის“, „ვოთსაფის“ , ყველაფერ ამის გადაფარვა არანაირად არ მოხდება, რადგან ეს არის ძირითადი, რაზეც პასუხი უნდა იყოს გაცემული“,-განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურის მიმართ მათი მოთხოვნები უპასუხოდ არ დარჩება.

„მცდელობაა, რომ არჩევნების პერიოდში რაღაც გარკვეულ ვერსიებზე იმუშაონ. ვერსიები მრავალია, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. ისევ და ისევ დასადგენია და ექსპერიმენტებია ჩასატარებელი. ამის გადაფარვა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ მოხდეს „ჩაფარცხვა“ და იმ მოთხოვნების იგნორირება, რაც ოჯახს აქვს, რაც ობიექტური შეჭმარიტების დადგენას სჭირდება. დანარჩენი არის ფარსი, რაც რეაგირების, პასუხისმგებლობის და პასუხის მოთხოვნის გარეშე არ დარჩება პროკურატურის მიმართ“,-განაცხადა რამიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები