საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
2020-09-25 11:12:19
საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 54-ით გაიზარდა და 1759 გახდა.
ქვეყანაში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კომენტარები