1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კრიტიკული დღეა. ფრთხილად იყავით – გადაღლას, დეპრესიას, საკუთარი თავით უკმაყოფილებას და გაღიზიანებას ოჯახში კამათი მოჰყვება. ადრინდელზე მეტს მუშაობთ, თუმცა მატერიალური მდგომარეობა იგივე რჩება. მოსალოდნელია სიტუაცია, რომელიც საერთი ინტერესისთვის სინდისთან გარიგებას გაიძულებთ.

კურო

თქვენი ფინანსური გეგმა ისე არ განხორციელდება, როგორც ელოდით. ფინანსური დანაკარგი მოსალოდნელი არ არის, თუმცა შემოსავლის იმედიც არ უნდა გქონდეთ. შემთხვევითმა ტრამვამ ან ავადმყოფობამ შესაძლოა, ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. უახლოეს ხანებში მოსალოდნელია უსიამოვნო ცნობა ან მოვლენა.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა. იზრდება თქვენი სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი. შესაძლოა, თქვენი გეგმები შეიცვალოს, რადგან მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ელოდით. გამორიცხული არ არის, რომ ავადმყოფობამ ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. პარტნიორთან ურთიერთიბაში სიფრთხილე გმართებთ. ერიდეთ ზედმეტ ამბიციურობას და თქვენი თავდაჭერილობა და ტაქტი სათანადოდ დაფასდება. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო ცნობა ან მოვლენა.

კირჩხიბი

წინააღმდეგობრივი დღეა. გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, თავს დაძაბულად და უკმაყოფილოდ გრძნობთ. ცუდი წინათგრძნობა მოსვენებას არ გაძლევთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას. უახლოეს ხანებში მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი ან შეტყობინება.

ლომი

ხელსაყრელი დღეა მეწარმე და კომერსანტი ლომებისთვის. ვარსკვლავები ყველაზე სარისკო საქმეშიც კი წარმატებას გპირდებიან. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. საქმეში ეცადეთ, მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებას დაეყრდნოთ. ეცადეთ, მეტი ნდობა გამოიჩინოთ და საშუალება მიეცით ადამიანებს, რომ ინიციატივა გამოავლინონ.

ქალწული

კრიტიკული დღეა. შესაძლოა, იძულებული გახდეთ, საერთო საქმისა და ინტერესის გამო საკუთარ პრინციპებს უღალატოთ. უფროსთან დაპირისპირებას ერიდეთ და ეცადეთ, დამჯერი ხელქვეითის როლი შეასრულოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პროფესიული წარმატებები მატერიალურ მდგომარეობაზეც აისახება. თუ შექმნილ პრობლემებს გაუმკლავდით, თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სასწორი

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ საკუთარი პროექტის ირგვლივ თანამოაზრეების გაერთიანებას შეძლებთ. პლანეტები თქვენ მიმართ კეთილად არიან განწყობილნი და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში დაგეხმარებიან.

მორიელი

სიცრუის, პროვოკაციებისა და ცდუნებების დღეა. შესაძლოა, ცდუნებებს აჰყვეთ და საფრთხის მიუხედავად, ძლიერმა ვნებამ გაგიტაცოთ. გირჩევთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, თქვენი გეგმები შეიცვლება. გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევითმა ტრამვამ ან ავადმყოფობამ მოვალეობების შესრულებაში ხელი შეგიშალოთ. ამ დღეს პარტნიორებთან ურთიერთოიბაში სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ.

თხის რქა

პროფესიული წარმატებები დადებითად აისახება მატერიალურ მდგომარეობაზე ან კარიერულ წინსვლაზე. ნებისმიერ საქმეში საკუთარ ინტუიციას და საღ აზრს ენდეთ. ნუ აჰყვებით ემოციებს, რომელმაც შეიძლება პრაგმატულობის გრძნობა დაგიკარგოთ და ფინანსურად დააზარალოთ.

მერწყული

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. შემოქმედებითმა აღმაფრენამ შესაძლოა, ახალ, აქამდე მიუწვდომელ სიმაღლეებზე აგიყვანოთ. შესანიშნავი დღეა კოლექტიური საქმიანობისა და ურთიერთობისთვის. უსიამოვნებებს ახლობელი ადამიანების დახმარებით გაუმკლავდებით.

თევზები

საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და რემონტისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაძლოა, თქვენს მატერიალურ მდგომარეობას საფრთხე შეექმნას. სასურველია, ეს დღე ჩვეულ საქმიანობას დაუთმოთ და ექპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ. ერიდეთ გადაღლას და გაცივებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...