საზოგადოება
ფოთში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-09-18 18:30:12
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მას გეგმიური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა რა დროსაც პასუხი მოვიდა დადებითი. მანამდე გეგმიური შემოწმება 2 კვირით ადრე გაიარა და პასუხი უარყოფითი იყო.
კომენტარები