1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს - ბადრი ჯაფარიძე

“ლელოს” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში განიხილა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტი აშშ-სა და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რაც ნათლად დასტურდება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით. 

“ლელოს” გენერალური მდივნის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოზიტიურია, თუმცა ანაკლიის პროექტი გააჩერეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს.  

“სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დიპლომატიური ენით  არის გადმოცემული ის გარემოება, რომელიც ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს: შერჩევითი სამართალი, მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება და პროპორციული დავების არასწორად წარმართვა. რაც მთავარია, ანგარიშში ნათქვამია და გარკვევით წერია ხელისუფლების მიერ ანაკლიის განვითარებისთვის შეწყვეტილი პროექტის შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში. 

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მათი შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოზიტიურია, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს. თუ კარგად გაეცნობით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, იქ პირდაპირ ჩანს ის პრობლემები, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით. ქვეყნიდან დღეს ინვესტიციები გაედინება და ჩვენ ვერ ვახერხებთ იმ პროექტების განვითარებას, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩემს ქვეყანას,” - აცხადებს ჯაფარიძე და იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ ანაკლიის პროექტის შეჩერება პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ. ეს  ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ საქართველომ ვერ შეასრულა რეგიონში მისი ფუნქცია. "ლელო საქართველოსთვის" მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონის კარიბჭე. ეს შესაძლებლობა ქართულმა ოცნებამ საქართველოს წაართვა.”- აღნიშნა ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...