საზოგადოება
ნუცუბიძეზე 80 წლლის კაცს ავტომანქანა დაეჯახა
2020-09-11 10:54:05
თბილისში, ნუცუბიძეზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
80 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, ავტომობილის დაჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები