1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძლიერი აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში - ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდიდ, მოკლე ჩართვა ან უხარისხოდ დამონტაჟებული მრიცხველებია

ზუგდიდში, კორპუსის სადარბაზოში კედელზე დამონტაჟებული დენის მრიცხველები აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქების ხმა ძლიერი იყო და კორპუსი მთლიანად დაიკვამლა. მათივე თქმით, შეეშინდათ ბინებში შეყვანილი გაზი არ აფეთქებულიყო და ძლიერი დაკვამლიანების გამო, სახლებიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. 

პოლიციამ მოსახლეობა კორპუსიდან გამოიყვანა და ისინი ერთი საათის განმავლობაში კორპუსში ვერ შედიოდნენ. 

ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდიდ, მოკლე ჩართვა ან უხარისხოდ დამონტაჟებული მრიცხველებია. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, პოლიცია, "ენერგო პრო ჯორგია" და "სოკარ ჯორიჯია".

კოპრუსს, ამ დრომდე, უსფრთხოების მიზნით დენი და გაზი არ მიეწოდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები