1 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ისევ მოვითხოვ მუხლის გადაკვალიფიცირებას ჯგუფურად განზრახ მკვლელობით" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

 თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მათ მიერ მოპოვებულ სურათებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მისივე განცხადებით, სატელიტიდანაა გადაღებული და 2020 წლის 19-22 ივლისს სოფელ მაწევანის ტერიტორიას ასახავს.

 „ჩემი პოზიცია უცვლელია, მე ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემს შვილს და პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ის თავს არ მოიკლავდა. ეს იყო განზრახ განხორციელებული, წინასწარ მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, ეს სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა. ამის გამო, ისევ მოვითხოვ მუხლის გადაკვალიფიცირებას ჯგუფურად განზრახ მკვლელობით. აქამდე ძალიან ბევრ საკითხზე გაჩნდა ეჭვი, გუშინ აღმოჩნდა, რომ FBI-სთვის არანაირი წერილი არ მიუწერიათ და სიტყვიერად მიმართეს, ვინ დაამტკიცებს ამას?

ანალოგიურად, ორმაგი სტანდარტებით ხდება სამხარაულში ექსპერტიზების გაყალბება, ინახება ნამდვილი ჩვენებები და ქვეყნდება ყალბი ექსპერტიზა.

დავაანონსეთ აქციები, მაგრამ დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფართომასშტაბიანი შეკრებები აკრძალეს, ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ გაკეთდა. ახსნან რატომაა ჩემი შვილის სისხლი მანქანაში, შეიძლება ინექციას უკეთებდნენ და მაშინ გამოჟონა ვენიდან ამ სისხლმა,” - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები