1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“დები თბილისში შეყვარებულებთან მოდიოდნენ” – დაკარგული დების ისტორია

კახეთში, დღეს დილას გაუჩინარებული ორი არასრულწლოვანი გოგონები პოლიციამ გომბორის გზაზე იპოვა.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დები თბილისში შეყვარებულებთან მიდიოდნენ.

ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა. არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ.

შეგახსენებთ, რომ დები ყვარლიდან დედასთან მიდიოდნენ, რა დროსაც თელავში ბებიას შეხვდნენ და უთხრეს, რომ თბილისში წასვლა სურდათ. ბებიამ მათ უარი უთხრა და დები სამარშრუტო ტაქსით ისევ ყვარელში გაისტუმრა, საიდანაც მათი კვალი დაიკარგა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები