საზოგადოება
21 სექტემბრიდან თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობის საათები გაიზრდება
2020-09-07 13:55:13
21 სექტემბრიდან მეტროს მუშაობის საათები გაიზრდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, მეტრო 21 სექტემბრიდან, კვლავ 06:00-დან ღამის 12 საათამდე იმუშავებს და კორონავირუსისგან გამოწვეულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ, დაანონსებული თარიღი ვერ შეცვალა.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
კომენტარები