1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარინა ეზუგბაია - 34 ახალი შემთხვევიდან, 6 ე.წ. დონას კლასტერია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია.

მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 78 %-ს შეადგენს.

„ბოლო 24 საათი 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გახდა 1684. 34 ახალი პაციენტიდან 6 არის „დონას“ კლასტერი, 15 პაციენტის წყაროა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, 2 ინფიცირებულზე ეპიდემიოლიოგიურ კვლევა გრძელდება წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიებს მიზნით.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 5-ით გაიზარდა, 1315 გახდა, მათ პროცენტული მაჩვენებელი არის 78. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 342 ინფიცირებული მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმეა, 16 მძიმე “,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები