1 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მთელი პერიოდის განმავლობაში განვახორციელებთ მონიტორინგს და არჩევნების დღეს გავაკონტროლებთ სიტუაციას - ბადრი ჯაფარიძე

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ განცხადებას „ლელოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოქტომბრის არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად, პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება აუცილებელია. 

ბადრი ჯაფარიძის თქმით, სამწუხაროა, რომ NDI-მ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პანდემიით შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე. თუმცა, კონტაქტი აქვთ ეუთო/ოდირთან, რომ რაც შეიძლება მეტი რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში მონიტორინგის განსახორციელებლად. 

„ჩვენ უნდა აღკვეთოთ ყველა დარღვევა და ხელისუფლებას არ მივცეთ ხმების მოპარვის შესაძლებლობა.  ფაქტია, რომ უნდა ვიყოთ მობილიზებულები. ამისთვის აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მაქსიმალური რაოდენობის დამკვირვებლების ჩამოსვლა. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, გავუწევთ მონიტორინგს ამ პროცესს. მალე შეიქმნება იმ ტიპის შეთანხმება, რომელიც ხმების დაცვას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების ცდუნება ექნება, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით წინასაარჩევნო პროცესს. მთელი პერიოდის განმავლობაში განვახორციელებთ მონიტორინგს და არჩევნების დღეს გავაკონტროლებთ სიტუაციას. ადამ კიზინგერის განცხადება ადასტურებს იმას ,რომ როდესაც საუბარი არ არის საფრთხეზე თურქეთის მხრიდან, ეს ემსახურება ერთ მიზანს - მოხდეს ყურადღების გადატანა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემებიდან. ცხადია, ეს არის  რუსი პოლიტიკოსების ინტერესებში, რომ არარსებულ  საფრთხეზე ისაუბრონ,“-აცხადებს ჯაფარიძე. 

„ლელოს“ გენერალური მდივნის თქმით, ფოკუსი უნდა იყოს მიმართული იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება და ყოველდღიურად ხდება იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების შელახვა. ამიტომ ჩვენ საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიწყოთ დეოკუპაციის პროცესი,“- აღნიშნა ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...