1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთ-ერთ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ყიდულობს გასახდომ ჩაის - ,,ლოგიკურია, რომ ახლა ჩაისთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ"

საქართველოს პროკურატურაში რამდენიმე წუტის წინ 23 წლის პროგრამისტის ბუნდოვან გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. პროკურატურამ საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები გაასაჯაროვა. საუბარი შეეხო იმ გასახდომ ჩაის, რომელიც ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს, სწორედ  იმ დღეს შეიძინა, რომელ დღესაც სხვადასხვა მედიკამენტების დიდი დოზა იყიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას ვერ უპასუხა პროკურორმა დავით გუმბერიძემ. მისი თქმით, ჩაისთან დაკავშირებით მას დამატებით კომენტარის გაკეთება არ შეუძლია. 

"აქ იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები, რაც დადგინდა ექსპერტიზით, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩნდა, შესაბამისად ეს მედიკამენტები დაგისახელეთ. ლოგიკურია, რომ ახლა ჩაისთან დაკავშირებით განმარტებას ვერ გავაკეთებთ,"- განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები