1 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გომის მთის გზიდან მანქანა გადავარდა - დაიღუპა 3

გომის მთიდან შუახევისკენ მიმავალ გზაზე ავტომობილი გზიდან გადავარდა - არსებული ინფორმაციით, მანქანაში მჯდომი 5 პირიდან 3 გარდაიცვალა, 2 დაშავდა. შემთხვევის შესახებ "მთავარს" ავტომობილის მგზავრების ახლობელმა აცნობა. 

ცნობილია, რომ გარდაცვლილთაგან ორი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელია. 
შემთხვევა შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მოხდა.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაფიქსირებულ გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. გარდაცვლილთა შორის 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან.დღეს, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხვევში, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი - დაშავდა, - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...