1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად „ავერსის“ კლინიკასთან არის დაკავაშირებული

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოორონავირუსის ახალი შემთხვევების ძირითადი ნაწილი „ავერსის“ კლინიკასთან არის დაკავშირებულ. მისივე თქმით, კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის შემდეგ განაცხადა, „ავერსის“კლინიკის ყველა თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება უტარდება.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად „ავერსის“ კლინიკასთან არის დაკავაშირებული. კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა. დღეის მდგომარეობით, „ავერსის“ კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას. ვითარება არის აყვანილი როგორც მინისტრის, ისე პრემიერის კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

„მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. დღესდღეობით, ჩვენთვის საყურადღებო „ავერსის“ ქსელის კლინიკაა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები