1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ლელომ” კიდევ ერთი ორგანიზაცია გახსნა და ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე წარუდგინა

დღეს, 31 აგვისტოს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ გურჯაანში კიდევ ერთი  რაიონული ორგანიზაცია გახსნა. შეხვედრაზე „ლელოს“ მხარდამჭერები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ.

რაიონული ორგანიზაციის გახსნას „ლელოს“  თავმჯდომარე მამუკა ხაზრაძე, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე და პარტიის   სხვა ლიდერები ესწრებოდნენ და  ადგილობრივ  მოსახლეობას  შეხვდნენ. 

მათ რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს და ის გეგმები განიხილეს, თუ როგორ უნდა დაძლიოს გურჯაანმა  არსებული დაბრკოლებები. „ლელოს“ გურჯაანის  რაიონულ ორგანიზაციას გიორგი ედიშერაშვილი  უხელმძღვანელებს.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ გურჯაანის  მოსახლეობას მიმართა, მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა და რეგიონის განვითარებაზე ესაუბრა. 

„გავხსენით კიდევ ერთი წარმომადგენლობა და ასევე, ადგილობრივებს წარვუდგინეთ მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ეკატერინე ქვლივიძე არის გამორჩეული სამხედრო  მფრინავი დამოუკიდებელ საქართველოში და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის რეალური ცვლილებები მოახდინოს ხალხის საკეთილდღეოდ.  ჩვენ ვართ დაკომპლექტებული სერიოზული პროფესიონალებით და იმ ადამიანებით, ვინც იცის, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც „ქართული ოცნების“ გამო იმყოფება,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

„ლელოს“ თავმჯდომარემ საარჩევნო დღის განკარგულების გამოცემასა და საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში გადასვლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტიას საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს. „ლელომ“ წარადგინა თითქმის ყველა ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი. 

„იმ რამდენიმე კანდიდატს, რომელიც უნდა დავასახელოთ რამდენიმე დღეში, წარვუდგენთ საზოგადოებას. პრაქტიკულად, გასული ვართ საარჩევნო ველზე, მიდის სეიროზული მუშაობა, იმედია ბრძანებაც იქნება გამოცემული. ჩვენ ძალიან სერიოზული შემართებითა და შედეგებით შევხვდებით არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების იმედით,“-განაცხადა ხაზარაძემ. 

გურჯაანის რაიონული ოფისის გახსნის დროს, მოსახლეობას  გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკატერინე ქვლივიძემაც მიმართა. მან მზაობა გამოთქვა რეგიონის პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში. 

„ვიყო ამ ადამიანების დეპუტატობის კანდიდატი, ძალიან საპასუხისმგებლოა, ამით მე ამაყი ვარ. მზადყოფნას გამოვთქვამ ყველა იმ საკითხში, რაც აწუხებს რეგიონს, რომ ერთად მოვაგვაროთ. დღეიდან მე „ლელოს“ ჯარისკაცი ვარ და აქედან ვიბრძოლებ უკეთესი საქართველოსთვის. ეს არის პროფესიონალთა ჯგუფი და ამაყი ვარ იმ ინოვაციური მიდგომით, რომელიც მათ გააჩნიათ,“-განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...