1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ასო პ გამოყოფილია, პოლიცია, პრემიერი, პუტინი – რას ვერ შიფრავენ ბაჩალიაშვილის საქმეში

დღეს, 30 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის წინ მიმდინარეობს აქცია, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

აქციაზე იმყოფება გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი, რომელიც შვილის წერილზე საუბრობს.

„მე უძლური ვარ ყველას წინაშე“ – ეს წერილი დატოვა თამარ ბაჩალიაშვილმა, თუმცა დედა მოითხოვს ამ წერილის ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ვის ეკუთვნის წერილი.

თამაზაშვილის თქმით, წერილზე ასო პ არის გამოკვეთილი.

„ქართულ ანბანში ასო პ მე-15 ასოა. პ-ზე ძალიან ბევრი სახელი იწყება, პატრული, პრემიერი, პრეზიდენტი, პუტინი…. მინდა რომ გაშიფრონ ეს წერილი…“- ამბობს თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, ცხედარს თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში მიაგნეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, რასაც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები