1 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გლდანში ხანძრისას მაშველებმა 3 ბავშვი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გლდანში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრისას მაშველებმა 3 ბავშვი გადაარჩინეს. 

ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ბინიდან გამოყვანილი 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებელია. მათ ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გლდანის მასივში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა ხანძარი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველისა და სახანძრო - სამაშველო ტექნიკის მობილიზება.

ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მობილიზებულნი არიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. პარალელურად განახორციელეს პრევენციული სამუშაოები და დაიწყეს ხანძრის ქრობა.

უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრს პოლიცია იცავს.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები