0 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მივმართავ პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ცოცხალი არ დამტოვოს" - პროკურატურა უვადო პატიმრობას ითხოვს

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძისთვის ბრალდების მხარე უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ანალოგიური მოთხოვნა აქვს მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედაც. ადვოკატები კი მაგდა პაპიძისთვის უფრო მსუბუქ სასჯელს ითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოსამართლემ პაპიძის სასჯელი უნდა განსაზღვროს.სასჯელის გამოცხადებას ბრალდებულიც ესწრება:

„დაკავების დღიდან ჩემი სიმართლისთვის ვიბრძვი, მაგრამ ამას ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს მენტალობაში ვერ მივაღწიე. ახლა წლებს უნდა ვებრძოლო, რომ საკუთარი ქმრისა და შვილის საფლავი ვნახო. ჩემი ღმერთის წინააღმდეგ ვერ წავალ, ამიტომ ეს გააკეთოს სახელმწიფომ. მივმართავ პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ცოცხალი არ დამტოვოს. არ მეგონა თუ გამამტყუნებელი ვერდიქტი იქნებოდა. იმ გონივრული კითხვებიდან გამომდინარე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები სვამდნენ იმედი მქონდა, მაგრამ პირიქით მოხდა. მე არ მაქვს პრეტენზია სიცოცხლის ან უვადო პატიმრობის. მე თვითონ დავჯდები დენის სკამზე ისე, რომ გული არ ამიჩქარდება. და ვილოცებ მისთვის, ვინც ღილაკს ხელს დააჭერს", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები