1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პირველად თეგეტა მოტორსი საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე

თეგეტა მოტორსი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ავტოინდურსტრიულ გამოფენაზე „Automechanika Dubai 2016“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 59 ქვეყნის 2000-ზე მეტი ავტოინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიები. „Automechanika Dubai 2016“ საშუალებას აძლევს ავტოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე კომპანიებს გაეცნონ და წარმოადგინონ აღნიშნული სფეროს მსოფლიო ბაზარზე არსებულ უახლეს სტანდარტები, დაამყარონ საერთაშორისო ბიზნეს კავშირები. 

ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, თეგეტა მოტორსი იყო პირველი კომპანია საქართველოს ისტორიაში, რომელიც ამ დონის გამოფენაზე წარსდგა. ეს გამოფენა არის საერთაშორისო გამოფენებში ყველაზე პოპულარული რადგან მოიცავს საავტომობილო სფეროს ყველა მიმართულებას: საბურავები, ავტო ნაწილები, ზეთები, დანადგარები, მომსახურება და სხვა მრავალი. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თეგეტა მოტორსის უნიკალური კონცეფციის გატანა საერთაშორისო ბაზარზე, გამოფენას 30 000 მეტი ვიზიტორი ესწრებოდა. ჩვენ გავაცანით დამსწრეებს თეგეტა მოტორსის „ნოუ-ჰაუ" რაც გულისხმობს სერვისის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებსაც ანალოგი არ აქვს. 

თეგეტა მოტორსის უნიკალური სერვისი მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული რაც მოიცავს: მულტიბრენდულ ავტო-ტექ მომსახურებას, სრულ სერვისი მსუბუქი, კომერციული, სატვირთო და სპეც ტექნიკისთვის, ონლაინ პლატფორმა - „mycarhistory“, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია მუდმივად აკონტროლოს კუთვნილი ავტომობილის, როგორც ტექნიკური მდგომარეობა ისე დანახარჯები; წინასწარი ონლაინ რეზერვაციის სერვისი, თეგეტა ქარდი, თეგეტა კომფორტი - რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მუდმივად მწყობრში ჰყავდეს ავტომობილი სერვის ცენტრში მიუსვლელად, თეგეტა კომფორტით სარგებლობისას მას სასურველ ადგილას მიაკითხავს თეგეტა მოტორსის წარმომადგენელი წაიყვანს ავტომობილს და გამართულს უკან ისევ სასურველ ადგილას მიუყვანს; ასევე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 24 საათიანი ქოლ-ცენტრის მომსახურებით და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია; ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია თეგეტა მოტორსის ავტოსერვისის პროექტების დაგეგმარება და შესრულების მიმართულება; 

თეგეტა მოტორსის აკადემია; ონლაინ კატალოგები და ბოშის დიზელის სერვის ცენტრი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ამიერ კავკასიაში. ვიზიტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა დეტალურად ენახათ ის პროდუქტი და სერვისი რაც თეგეტა მოტორსს ქმნის ბაზრის ლიდერ კომპანიად, თეგეტა მოტორსის 20 წლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე მზად არის საერთაშორისო ბაზარს შესთავაზოს ავტოსერვისის უნიკალური კონცეფცია.“ აცხადებენ კომპანიაში. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. საქართველოში „თეგეტა მოტორსი“ არის უმსხვილესი იმპორტიორი 300-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების, მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის; საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...