1 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

6 ივნისს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ფინალი გაიმართება

6 ივნისს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ფინალი გამართება.  მაყურებლის წინაშე წარდგებიან  ფესიტავლის მეორე ტურში ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული  ავტორ-მთქმელები და ხალხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების შემკრებები. საღამოზე ასევე მონაწილეობენ ლაურეატი ანსამბლები. ფინალურ კონცერტრუძღვებიან ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.


ფესტივალს დიდი მნიშნელობა აქვს ქართული ფოკლორის განვითარებისთვის. დასრულდა ფესტივალის მეორე ტური. მართლაც, არაჩვეულებრივი კონცერტების მომსწრენი გავხდით. დიდი იმდი მაქვს,  ფინალი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ფინალი 27-28 ივნისს  შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობენ ფინალისტი ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები. მანამდე კი 6 ივნისს, მაყურებლის წინაშე  ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული  ავტორ-მთქმელები და ხალხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების შემკრებები წარდგებიან.  ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემი,” - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ.

შეგახსენებთ, რომ  "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო  ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

როგორც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აღნიშნავენ, ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ  მდგომარეობას. იგი ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე,  გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები