1 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სალომე ასათიანი განმარტებას აკეთებს - რას უხსნის ჟურნალისტი ივანიშვილს

გადაცემა “ინტერVIEW”-ს წამყვანი სალომე ასათიანი გუშინდელ გადაცემასთან დაკავშრებით განმარტებებს აკეთებს. "მოკლე განმარტება მინდა გავაკეთო. ინტერვიუს ჩაწერამდე იყო შეთანხმება, რომ ვისაუბრებდით ბიძინა ივანიშვილის წერილზე და დამატებით სხვა საკითხებზეც. წინა დღეს პირადად ველაპარაკე მისი პრესცენტრის წარმომადგენელს, გიორგი უძილაურს. ვუთხარი, რომ წერილის მიღმა ვისაუბრებდით ივანიშვილის ძალაუფლებაზე და კულტურის პოლიტიკაზე, კერძოდ საყდრისზე და პანორამა თბილისზე. წერილიდან - ქართული ოცნების პერსპექტივებზე, სასამართლოს თავისუფლების ხარისხზე, წინა ხელისუფლების ავტორიტარული მემკვიდრეობის სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებაზე, საგარეო ურთიერთობებზე. ყველა ამ თემაზე მივიღეთ თანხმობა. ასევე გვქონდა ნებართვა დაგვესვა საკუთრივ საუბრის პროცესში, სპონტანურად გაჩენილი კითხვები, ყველა ამ თემის გარშემო. წინასწარ ფორმულირებული შეკითხვები არ გაგვიგზავნია, რადგან ამას არასოდეს ვაკეთებთ, მაგრამ თემები, რომლებსაც შევეხეთ, იყო შეთანხმებული. არ ვიცი რა მოხდა, გადასცეს თუ არა სტუმარს ეს საკითხები და რატომ გამოვიდა ასე. სავარაუდოდ, მათ სხვაგვარად ესახებოდათ წერილზე საუბარი. თუმცა, წერილს ნამდვილად შევეხეთ, ციტატებიც მოვიტანეთ და წერილში წამოჭრილი საკითხების გაშლაც ვთხოვეთ. ეს გადაცემა ჩაფიქრებულია როგორც "ჰარდ თოქი" (თავს არ ვაიგივებთ, მაგრამ გვსურს ასეთები ვიყოთ). თამაშის წესებია, რომ მე სტუმრის ოპონენტის როლი უნდა ვიტვირთო და კრიტიკული კითხვები უნდა დავსვა. ესეც პირადად ავუხსენი როგორც გიორგი უძილაურს, ისე სტუმარს, ჩაწერის დაწყებამდე. ამაზეც მითხრეს, რომ გადაცემა იციან და სწორედ ამიტომ მოისურვეს ჩვენთან სტუმრობა. "ქაღალდებში ქექვისთვის" კი ბოდიშს გიხდით. უცებ გამიჭირდა საჭირო ციტატის მოძებნა და ცოტა დრო დამჭირდა ამისთვის. გადაცემა ეთერში გავიდა ხელუხლებლად, ჩავწერეთ როგორც პირდაპირი ეთერი, არც პაუზები და საერთოდ არც ერთი წამი არ შეგვიცვლია. იმედია მაპატიებთ შექმნილ დისკომფორტს",-წერს ასათიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:25

    20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ...

    მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...

  • 19:11

    სკუტერით მოძრავი კურიერი, რომელიც რკინის მავთულს ...

    ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...

  • 17:05

    თელავში, სარწყავ არხში 11 და 13 წლის და-ძმა ჩაცვივ...

    🟠  თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠  სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...

  • 16:28

    ეს ხდება ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზ...

    გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...

  • 00:11

    ,ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს ...

    ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი , დაჭრილი  წევს. ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბიჭვამრა მთვარალ...

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...